Array ( [0] => Array ( [id] => 1 [base] => texts [folder] => texts [user_folder] => user_texts [content_id] => 1 [lang] => 1 ) ) 

ჩვენს შესახებ

პატივცემულო ბატონებო,
 
შ.პ.ს. ”გლობალ სტანდარტმშენი” (LTD “Global Standard Builder”) შემდგომში “საზოგადოება”, დაფუძნებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 07 ივლისს, რეგისტრაციის მოწმობა თბ-ი #22022.
_ საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი: 202 459 936
_ იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რ-ნი, ბელიაშვილის ქ. #5ა
_ ფაქტიური მისამართი (ც/ოფისი): ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი, ვ.ფშაველას #47, IIკორპ. 
_ ტელ: (995 32)2903456, მობ: 599414440, 
_ web: www.grass.ge   ე-მაილ: profesional.gsb@yahoo.com 
_ საზოგადოების დირექტორის ფუნქციებს ასრულებს დავით ნოზაძე, მასვე მინიჭებული აქვს საზოგადოების სრული წარმომადგენლობითი უფლება-მოსილება.
_საზოგადოების ძირითადი საქმიანობაა: სპორტული ობიექტების პროექტირება-მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო და რაგბის სტადიონების, მოედნების, კომპლექსების, მინი-მოედნების მშენებლობა (ვართ ცნობილი გერმანული კომპანიის “POLYTAN” ექსკლუზიური პარტნიორი კავკასიის რეგიონში 2012 წლის მარტიდან); სპორტული ობიექტების, სტადიონების და კომპლექსების საერთაშორისო სტანდარტის განათების სისტემების მოწყობა (ვართ ექსკლუზიური სერთიფიკატით თურქული კომპანიის “TEK-GALVANIZ” ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში 2012 წლის მარტიდან); სპორტული ობიექტების, საფეხბურთო და რაგბის სტადიონების და ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის სარწყავი სისტემების მოწყობა (2011 წლის 1 ივნისიდან ვართ ამერიკული კომპანიის “HUNTER” წარმომადგენელი საქართველოში); ხელოვნურსაფარიანი, ჰარდის და თანამედროვე პლასტიკური მასალით ჩოგბურთის კორტების მშენებლობა; მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი სპორტული აქსესუარების და ინვენტარის იმპორტი (ცნობილი გერმანული კომპანია “ERHARD SPORT INTERNATIONAL”); სტადიონების და კომპლექსების მშენებლობაზე ხელოვნურსაფარიანი და ოლიმპიური სტანდარტის სარბენი ბილიკების მოწყობა (“POLYTAN”-ის წარმოების), აგრეთვე საფეხბურთო და რაგბის მოედნების და კომპლექსების შემოღობვის სისტემების მოწყობა PVC იზოლაციით ფოლადის ღეროთი ნაქსოვი და იტალიური კაპრონნარევი ნაქსოვი ბადეებით_FIFA-ს და UEFA-ს სტანდარტით, იტალიური კომპანიის „ITALGREEN“-ის და თურქული კომპანიის „NURTEKS”-ის ხელოვნური საფარის გამოყენებით სპორტული სტადიონების მოწყობა და რეაბილიტაცია.  
 
შ.პ.ს. “გლობალ სტანდარტმშენი” დაკომპლექტებულია თანამედროვე, ახალი და გამართული სამშენებლო და სპეც. ტექნიკით, აგრეთვე გერმანული კომპანია SMG მოწყობილობით და საინჟინრო ინვენტარით, რაც მთავარია საზოგადოების საკუთრებაშია ისეთი თანამედროვე ტექნიკა და ინვენტარი რომელიც გამოიყენება, როგორც ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობა/ინსტალაციაზე, ასევე მათი შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შ.პ.ს. “გლობალ სტანდარტმშენი” დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური მენეჯმენტით, საინჟინრო-ტექნიკური, საბუღალტრო, საფინანსო-ეკონომიკური და საწარმოო პერსონალით, სადაც უმეტეს სპეციალისტს ამ დარგში აქვს 8-10 წლის და რიგ შემთხვევაში უფრო მეტწლიანი გამოცდილება.
ბოლოს მოკლედ ჩამოვთვლით შედარებით მნიშვნელოვან პროექტებს და ობიექტებს, რომელებიც განახორციელა და ააშენა შ.პ.ს. “გლობალ სტანდარტმშენმა” თავისი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში:
I. სტანდარტული, საფეხბურთო ხელოვნურსაფარიანი მოედნები, სტადიონები FIFA ერთი და ორ ვარსკვლავიანი სტანდარტით:
1. ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი თემქის დასახლების სპორტულ კომპლექსში “სიხარული” = 7850მ²
2. ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული (ფეხბურთი, რაგბი) მოედანი ქ. თბილისში, ყოფილი შრომითი რეზერვების კომპლექსის რეკონსტრუქციაზე = 7450მ²
3. ქ. თბილისში, დიღმის მას. ბორის პაიჭაძის ქუჩაზე ს.კ. “თბილისის დინამოს” საწრთვნელ ბაზაზე სტანდარტული (FIFA-ს ორვარსკვლავიანი სტანდარტით) ხელოვნურსაფარიანი POLYTAN LIGATURF საფეხბურთო მოედანი ჩვენს გერმანელ პარტნიორთან “POLYTAN” ერთად = 7200მ², სწორედ იმ უახლესი ტექნოლოგიით, სპეციალურ წყალგამტარ კაუჩუკის საფუძველზე. 
4. ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. #18/4 ს.კ. ”თბილისის დინამო”-ს ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის რეკონსტრუქციაზე ცენტრალური მოედანი (FIFA-ს ორვარსკვლავიანი სტანდარტით) ხელოვნური საფარით  Pოლყტან Lიგატურფ 240ღშ +(22/4)Aჩშ65 სპეციალურ საფენზე “ელასტიკ ლაინი” = 8214მ² და 2 საბავშვო UEFA-ს სდანდარტით სავარჯიშო სტანდარტის ხელოვნურსაფარიანი მოედანი = 8300მ². ყველა მოედანი აქაც შესრულებულია უახლესი ტექნოლოგიით, სპეციალურ წყალგამტარ მყარ კაუჩუკის საფუძველზე, რომელიც მაქსიმალურად მიახლოვებულია (90%-მდე) ბუნებრივი გრუნტის სიმტკიცემდე. 
5. მარტვილის რ-ში სოფ.სერგიათში საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიანიო სკოლის მოწყობა.
6. ქ.ამბროლაურში ფეხბურთის სტადიონის შენობის, ტრიბუნების, ხელოვნურსაფარიანი მოედნის, სადრენაჟე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია
ქ.წყალტუბოში centraluri safexburTo stadionis SemoRobvis, 3 kabiniani sapirfareSosa da mayurebelTa skamebis mowyobis samuSaoebi
 
II. მინი-მოედნები:
1. ქ. თბილისში, საფეხბურთო სკოლა “ჩემპიონი”-ს ხელოვნურსაფარიანი მინი ფეხბურთის მოედნის ინსტალაცია = 1100მ²
2. დაბა კიკეთში, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციაზე, სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი ჩოგბურთის კორტის მშენებლობა = 680მ²
3. ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში, ხელოვნურსაფარიანი მინი-ფეხბურთის მოედნის მშენებლობა = 800მ²
4. ქ. თბილისში, “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე: 1 მინი-ფეხბურთის მოედნის მშენებლობა ხელოვნური საფარით =450მ², კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნის მშენებლობა (ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი) = 450მ² და სტანდართული ხელოვნურსაფარიანი ბადმინტონის მოედნის მშენებლობა, ჩოგბურთის სავარჯიშო კედლით
5. ქ. თბილისი, დიღმის მასივში, ს.კ. “თბილისის დინამო”-ს ბაზაზე ქვიშის ფეხბურთის მოედნის მშენებლობა
6. ქ. თბილისში, დიღმის მას. ლუბლიანას ქ. #18/4, ს.კ. “თბილისის დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფარიანი მინი-ფეხბურთის მოედნის მშენებლობა =1000მ².
7. ქ.ქუთაისში მარტივი ტიპის მინი-მოედნების მოწყობის სამუშაოები
8. ქ.თბილისში ისნის რ-ში მარტივი ტიპის მინი-მოედნების მოწყობის სამუშაოები.
III. შემოღობვები:
1. ყველა ზემოთ აღნიშნული სტანდარტული საფეხბურთო სტადიონი და მინი-მოედანი შემოღობილია იმპორტული (იტალია) კაპრონნარევი ნაქსოვი ბადით FIFA–ს სტანდარტით და PVC იზოლაციით ფოლადის მავრთულით ნაქსოვი ბადით UEFA–ს სტანდარტით.
 
IV. განათების სისტემები:
1. ქ. თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, “დინამო არენა”, განათების სისტემის რეკონსტრუქციაზე დამონტაჟდა იტალიური კომპანია “FAEL LUCE”-ს წარმოების 198 პროჟექტორი “LIGHTMASTER ONE”, რის შედეგად ეროვნულ სტადიონს დღეისათვის გააჩნია უმაღლესი ხარისხის განათების სისტემა: სატელევიზიო ტრანსლაციებისთვის HD ფორმატში 1900 ლუქსიანი ვერტიკალური განათება და 1700 ლუქსიანი ჰორიზონტალური FIFA-ს სტანდარტის განათება. აღნიშნული სამუშაოების კომპლექსმა მაღალი შეფასება მიიღო FIFA-ს განათების სისტემების ტექნიკური კომისიის ხელმძღვანელისგან ბატ. ედ რაგანისგან და თვით მწარმოებელი კომპანია “FAEL LUCE”-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური წერილობითი დასკვნის საფუძველზე.
2. ქ. თბილისში, დიღმის მასივი, ბორის პაიჭაძის ქუჩა, ს.კ. “თბილისის დინამო”-ს საწრთვნელ ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტით მოწყობილია ცენტრალური სავარჯიშო ბუნებრივსაფარიან სტადიონზე ჰ=25 მეტრიანი ფოლადის გალვანიზირებულ ბოძებზე (“TEK-GALVANIZ” წარმოების) დამონტაჟებულია 36 (იტალიური კომპანია “FAEL LUCE” წარმოების) პროჟექტორები “LIGHTMASTER ONE”, რაც საერთაშორისო კლასიფიკაციით გვაძლევს სავარჯიშო სტანდარტის შესაბამის განათებას 380 ლუქსი.
3. ამავე ობიექტზე, ანალოგიურ გალვანიზირებულ ანძებზე დამონტაჟებულია 36 პროჟექტორი “LIGHTMASTER ONE” ხელოვნურსაფარიან სავარჯიშო მოედანზე, სადაც მივიღეთ საერთაშორისო კლასიფიკაციით სავარჯიშო სტანდარტი 380 ლუქსი.
4. ქ. თბილისი, დიღმის მას. ლუბლიანას ქ. #18/4 ს.კ. “თბილისის დინამო”-ს ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის რეკონსტრუქციაზე #1 ცენტრალურ მოედანზე (111მX74მ) დაყენებულია 4 ცალი  H=25 მეტრიანი ფოლადის გალვანიზირებული ბოძები (“TEK-GALVANIZ” წარმოების), რაზეც დამონტაჟებულია (“FAEL LUCE”-ს წარმოების) პროჟექტორები 48 ცალი, რაც გვაძლევს საერთაშორისო სტანდარტით სათამაშო განათებას = 500 ლუქსი.
5. ამავე ობიექტზე 2 მოედანზე, საბავშვო სავარჯიშო სტანდარტით, 4 ცალ H=22 მეტრიან და 2 ცალი H=25 მეტრიანი გალვანიზირებულ ანძაზე დამონტაჟებულია 48 პროჟექტორი, რაც გვაძლევს საბავშვო ფეხბურთის სავარჯიშო სტანდარტს 300 ლუქსს თითო მოედანზე.
6. უპრეცენდენტოა ის გარემოება, რომ საქართველოში მხოლოდ ჩვენს მიერ არის დამონტაჟებული 25-42 მეტრის განათების ანძები. 
 
V. სარწყავი სისტემები:
1. სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოები საზოგადოებამ დაიწყო 2011 წლიდან და შესრულებული აქვს ლანდშაფტური სარწყავი სისტემა “მწვანე სკოლაში”,  სარწყავი სისტემების მოწყობა ს.კ. “თბილისის დინამო”-ს ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედნებზე და  ინფრასტრუქტურის ლანდშაფტურ კეთილმოწყობაზე.
  
პატივისცემით,
შ.პ.ს. “გლობალ სტანდარტმშენი”-ს    დირექტორი:   დავით  ნოზაძე